სოულის ლეგენდა არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ის გარდაცვალების დროს, საკუთარ სახლში, დეტროიტში იმყოფებოდა.

არეტა ფრანკლინს სოულის დედოფალს უწოდებდნენ. ის იყო პირველი ქალი იყო, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გამოვიდა.

ლეგენდარულ მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს. მან აუდიტორიის წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში, ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის მიერ გამართულ კონცერტზე იმღერა.

რამდენიმე დღის წინ, არეტა ფრანკლინის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის სიკვდილის პირას იყო.

2018 წლის მარტში, ფრანკლინი ნიუ-ორლეანის ჯაზ-ფესტივალზე უნდა გამოსულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი ნომერი გაუქმდა.