სამი ოსკარის მფლობელი ჯეკ ნიკოლსონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კინოს გერმანული ფილმის, Toni Erdmann-ის რიმეიქით უნდა დაბრუნებოდა.

თუმცა როგორც გაიკრვა, მსახიობმა დიდი ფიქრის შემდეგ, ეკრანზე დაბრუნება გადაიფიქრა და როლზე უარი თქვა.

სამი ოსკარის მფლობელმა ნიკოლსონმა, ბოლო როლი 2010 წელს ჯეიმს ბრუკის კომედიურ დრამაში, How Do You Know, შეასრულა.

მიუხედავად ამისა, ფილმის გადაღება მაინც იგეგმება და პროექტი Paramount Pictures-მა შეიძინა.

მთვარ როლს ფილმში კრისტენ ვიგი შეასრულებს, მისი სავარაუდო პარტნიორი კი ბილ მიურეი იქნება, რომელიც ამ როლზე ისედაც განიხილებოდა, თუმცა ნიკოლსონის თანხმობის შემდეგ პროდიუსერებმა ბილს უარი უთხრეს.