ნიკი მინაჟის ყოფილი პარტნიორი საფარე სამუელსი ამბობს, რომ რეპერმა მასზე იძალადა და დანით ჭრილობები მიაყენა.

"გახსოვს ის ღამე, როცა დამჭერი და მე თითქმის მოვკვდი. პოლიციამ და სასწრაფომ საკაცით წამიყვანეს. მე მომიწია ტყუილის თქმა, თითქოს თავის მოკვლა ვცადე, ასე რომ, შენ ციხე აგარიდე თავიდან. როცა ასეთი რამეები ერთზე მეტჯერ ხდება, დაშორების დროა", - დაწერა მან ტვიტერზე.

მოგვიანებით მან დასძინა, რომ ნიკი არ სძულს, რადგან "ბედნიერება იპოვა".

მინაჟმა სამუელსს ტვიტერზევე უპასუხა და თქვა, რომ ის იტყუებოდა, თუმცა ოჯახურ ძალადობაზე აქცენტი არ გაუკეთებია:

"შენ ჩემი ბარათი მოიპარე და მითხარი, რომ გეგონა ამ ანგარიშზე ფული არ იხარჯებოდა, ღმერთი ამ ტყუილს არ გაპატიებს. შეწყვიტე ამის თქმა, შენ ჩაალაგე და წახვედი, შემდეგ ჩემს სახლში დაბრუნდი და მევედრებოდი, რომ ევროპაში მუსიკალურ დაჯილდოებაზე ჩემთან ერთად წამოსულიყავი. რაზეც მე უარი გითხარი".

მინაჟი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერი ქალია. მან ცოტა ხნის წინ გამოუშვა ალბომი Queen, რომელიც ამ კვირაში შესაძლოა ამერიკის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობდეს. ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერაში, ის ემინემთან ერთად რეპავს. რამდენიმე თვის წინ, ნიკი მინაჟმა დაადასტურა, რომ ემინემს ხვდება, თუმცა ემინემმა ეს ინფორმაცია უარყო.

ნიკი მინაჟი წელს რამდენჯერმე გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში. პირველად მაშინ, როდესაც მისი მუსიკის კრიტიკის გამო ქალს ტვიტერზე ვერბალური მუქარა გაუგზავნა. მეორედ — როცა რეპერ 6ix9ine-თან ერთად ჰქონდა კოლაბორაცია. 6ix9ine სამი წლის წინ დამნაშავედ სცნეს 13 წლის გოგოსთან სქესობრივი აქტის გამო, რომელიც ვიდეოზე გადაიღეს.