ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთ სასწავლებელში, ბომბების აფეთქების შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა და 62 დაშავდა. პოლიციის განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სასწავლო ცენტრში სწავლება მიმდინარეობდა.

BBC-ის ცნობით, გარდაცვლილების უმეტესობა მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. გამოცემის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.