ოსკარის მფლობელი რეჟისორი, სტივ მაქუინი ახალი დრამის პრემიერისთვის ემზადება.

Widows - ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ასრულებს. მსახიობს პარტნიორობას მიშელ როდრიგესი და კოლინ ფარელი გაუწევენ.

ფილმის სიუჟეტი ქალების გარშემო ვითარდება, რომელთა ქმრებსაც კლავენ. სწორედ ამიტომ ისინი შურისძიებისთვის ერთიანდებიან.