საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო ველმონდს, ყოფილ ლეოგრანდს, სადაც ხანძრის შედეგად რამდენიმე თვის წინ რამდენიმე ადამიანი გარდაიცავალა სტუმრების გასაყვანად და საქმიანობის შესაჩერებლად ვადას 17 აგვისტოს 18 საათამდე აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სასტუმრო ამ მოთხოვნას არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და მაინც დაიხურება.

"სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას", - აღნიშნულია საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას.

ამავე თემაზე: