რას ნიშნავს ინსტაგრამზე $1-თან გადაღებული ფოტოები?
ინსტაგრამზე ერთ-დოლარიანთან გადაღებული ფოტოების ბუმია და მხოლოდ ტეილორ სვიფტის ფანებმა იციან, რა იმალება ამ თითქოს აუხსნელი მოვლენის მიღმა.
ერთი წლის წინ, 11 აგვისტოს, დენვერის მოსამართლემ სვიფტს დიჯეის ბრალდებები მოუხსნა, რომელმაც მომღერლის თქმით, 2013 წელს, ფოტოს გადაღებისას მას კაბა აუწია და ხელი უკანალზე წაავლო. დიჯეიმ, დევიდ მიულერმა, სვიფტს 2015 წელს უჩივლა. სავარაუდო თავდამსხმელი მომღერლისგან სახელის გატეხვისა და სამსახურის დაკარგვისთვის 3 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანა სარჩელი ყოფილი დიჯეის წინააღმდეგ სვიფტმა და მისგან ერთი დოლარი მოითხოვა. მომღერლის ეს ნაბიჯი ფემინისტურ ნაბიჯად შეფასდა, როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების თანადგომა და არა - ბრძოლა ფულისთვის.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დიჯეის ტეილორისთვის ერთი დოლარი უნდა გადაეხადა, რომელიც მან მომღერალს 7 დეკემბერს გაუგზავნა.
სასამართლოს შემდეგ, ტეილორმა ახალი ალბომი გამოუშვა და წარმატებული მსოფლიო ტურნე გამართა. გამარჯვებიდან 1 წლის შემდეგ, კოლორადოში გამართულ კონცერტზე სვიფტმა სტადიონზე შეკრებილ ათობით ათას მსმენელს მიმართა:
"ერთი წლის წინ, ამ დღეს არ ვგეგმავდი, რომ მომავალ წელს სტადიონზე დავუკრავდი და ყველა ბილეთს გავყიდდი. ერთი წლის ჩემი სასამართლო იმართებოდა დენვერში. ეს სექსუალური შევიწროების საქმე იყო და ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ მიიღეს. მათ მითხრეს, რომ ჩემი სჯეროდათ. არ ვიცი რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გარშემომყოფებს რომ ჩემი სიტყვების არ დაეჯერებინათ. მადლობა ყველას, ვინც დამიჯერეთ ჩემი ცხოვრების ამ საშინელ წუთებში.
და ახლა იმ ადამიანებზე ვფიქრობ, რომლებსაც არ დაუჯერეს და ასევე მათზე, რომლებსაც საუბრის ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არავინ დაუჯერებს. ამ ადამიანების გამო მთელი გულით ვწუხვარ. მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასასვლელი".
სწორედ ამას უკავშირდება ერთ დოლართან გადაღებული სელფები, რომლებსაც ტეილორის ფანები ინსტაგრამზე პოსტავენ. მათი დიდი ნაწილი მომღერალმაც ნახა და ფანებს ეს პოსტები დაულაიქა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები