საქართველოს საპატრიარქო ქეთევან წამებულის ნეშტის მოგზაურობის განრიგს აქვეყნებს. 12 აგვისტოდან 16-სექტემბრამდე დედოფლის ნეშტი თბილისში, 5 სხვადასხვა ეკლესიაში განთავსდება:

  • 12 აგვ. – 19 აგვ. — წმ. სამების ტაძარი (ვაკე);
  • 19 აგვ. – 26 აგვ. — ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარი (ვარკეთილი);
  • 26 აგვ. – 2 სექ. — ცხრა ყრმა კოლაელთა ტაძარი (ვაზისუბანი);
  • 2 სექ. – 9 სექ. — ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარი (ნაძალადევი);
  • 9 სექ. – 16 სექ. — ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (საბურთალო).

ინდოეთიდან საქართველოში წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნაწილების ექვსი თვით ჩამოტანისთვის 343 310 ლარი გამოიყო.

დედოფლის ნეშტმა რეგიონებში იმოგზაურა. ნეშტის ტრანსპორტირებას, საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ.