გუგლი თქვენი გადაადგილების ისტორიას მაშინაც ინახავს, როცა ეს ფუნქცია გამორთული გაქვთ
სმარტფონზე ლოკაციის ისტორიის შენახვის ფუნქციის გამორთვის შემდეგ თქვენ გგონიათ, რომ გიგანტი ინტერნეტკომპანიების თვალთვალისგან თავისუფალნი ხართ, თუმცა ეს ასე არ არის.
როდესაც თქვენს სმარტფონზე ეს ფუნქცია გამორთულია, გუგლი თქვენს ადგილმდებარეობას თვალყურს მაინც ადევნებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ გუგლის საძიებო სისტემას, ამინდის პროგნოზს, მის რუკას ან რაიმე სხვა აპლიკაციას ვიყენებთ.
Associated Press-ის გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ლოკაციის ისტორიის ფუნქცია ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც გუგლს თქვენი ადგილმდებარეობის დადეგნაში ეხმარება, კომპანია კი მას ძირითადად რეკლამების მომხმარებელზე მოსარგებად იყენებს.
ამ ფუნქციის გამორთვის შემდეგ გუგლი ადგილმდებარეობის ავტომატურ ჩაწერას წყვეტს, თუმცა ის გვაძლევს გაფრთხილებას, რომ "გუგლის სხვა პროდუქტების გამოყენებისას თქვენს ადგილმდებარეობაზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მაინც შეინახოს."
თუ გნებავთ, რომ გუგლის ადგილმდებარეობის დადგენის სერვისებისგან თავისუფალი იყოთ, პარამეტრებიდან ფუნქცია "ვებსა და აპებში აქტივობა" უნდა გამორთოთ.
თუ თქვენ ანდროიდის სისტემის სმარტფონი გაქვთ, ასე უნდა მოიქცეთ:
- გახსენით პარამეტრები
- დააჭირეთ Google-ს, შემდეგ კი Google ანგარიშს
- დააჭირეთ მენიუს და აირჩიეთ მონაცემები და პერსონალიზება
- მოძებნეთ ფუნქცია ვებსა და აპებში აქტივობა და გამორთეთ ის
ლოკაციის ისტორიის გამორთვა შემდეგნაირად შეგიძლიათ:
- გახსენით პარამეტრები
- დააჭირეთ ლოკაციას
- გახსენით მდებარეობის ისტორიის გამოყენება და გამორთეთ ის
აიფონის ან აიპედის შემთხვევაში გამოიყენეთ შემდეგი ინსტრუქცია:
- გახსენით ეს ლინკი, რომელიც პირდაპირ გუგლის ანგარიშის გვერდზე გადაგიყვანთ
- გამორთეთ ვებსა და აპებში აქტივობა
- მდებარეობის ისტორიის ფუნქციის გამოსართველი ღილაკიც ამავე გვერდზე დაგხვდებათ
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გუგლი ადგილმდებარეობის ინფორმაციის მომხმარებლის სურვილის მიუხედავად მაინც ინახავს. წინა წლის ნოემბერში გამოაშკარავდა, რომ კომპანია ადგილმდებარეობის ინფორმაციას მაშინაც აგროვებდა, როდესაც თქვენ ლოკაცია გამორთული გქონდათ. ამას ის სატელეფონო ქსელის ანძების მეშვეობით ახერხებდა. ამჯერად იმავე მიზნის მისაღწევად გუგლმა არა სატელეფონო ანძები, არამედ თავისი ვებსერვისები გამოიყენა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები