ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული საშინელებათა ფილმის, Conjuring, რეჟისორი ჯეიმს ვანი ახალ ჰორორის პრემიერისთვის ემზადება.

The Nun ასე ჰქვია ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟიც პირველად სწორედ წყევლის მეორე ნაწილში გამოჩნდა.

ფილმის ტრეილერს გამოსვლის დღიდან უწოდებდნენ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სანახაობას და მის ნახვას არ ურჩევდნენ სუსტი გულის მქონე ადამიანებს. მიუხედავად ამ რეკომენდაციისა, YouTube-მა ის ვიდეოებს შორის რეკლამებად მაინც გაუშვა.

აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საშინელებათა ფილმის ანონსი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის და მათ ვიდეო პლატფორმას მოუწოდეს The Nun-ის ტრეილერი ვიდეოებს შორის ჩაშვებულ ანონსებად აღარ გაეშვა.

საბედნიეროდ, მომხმარებლის მოთხოვნას YouTube დაემორჩილა და ანონსი მოხსნა.

თუ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც გსურთ ნახოთ ეს საშიში ტრეილერი, ნება თქვენზეა:

ფილმის პრემიერა 2018 წლის 7 სექტემბერს შედგება.