სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა, საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობის შემდეგ თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით მისვლა დაგეგმა. ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია:

"თბილისიდან 14 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე გავალ და რეალისტური გათვლებით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მივალ ენგურის ხიდთან!".

7 აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, გიგა მაქარაშვილმა საქართველოს ოკუპაცია თბილისიდან საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მსვლელობით გააპროტესტა.