8 აგვისტოს რუსულ სამთავრობო არხზე ბურჯანაძემ ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა
2018 წლის 8 აგვისტოს, აგვისტოს ომის ათი წლისთავზე რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ეთერში პროპაგანდისტული შინაარსის სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტის ძირითადი მიზანი იყო საქართველო ომის დაწყების ინიციატორად და სამხედრო აგრესორად გამოჩენილიყო.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ 8 აგვისტოს საქართველომ სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია და ქართული ჯარი მშვიდობიან, მძინარე მოსახლეობას დაესხა თავს. მათი განცხადებით, რუსი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცები უმცირესობაში იყვნენ და ისე უწევდათ ოსი მოსახლეობის დაცვა ქართული ჯარების აგრესიისგან.
ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ "10-წლიანი მშვიდობის" პერიოდში დე ფაქტო ოსეთი "აყვავდა" - აშენდა გზები, გვირაბები, გაიხსნა სხვადასხვა ცენტრები და ხალხი ბედნიერია ტკივილითა და დანაკარგით "მოპოვებული თავისუფლებით".
რუსი გენერლებისა და ოსი სამხედროების შემდეგ, სიუჟეტში ომის საქართველოს მიერ დაწყების დასტურად, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის კომენტარია გამოყენებული.
ბურჯანაძე Россия 1-თან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია სიმართლის თქმა თუ ქართველ ხალხს სურს ურთიერთობების აღდგენა ოსებთან და აფხაზებთან და ურთიერთობის დალაგება რუსეთთან:
"მე არ შემეშინდა მეთქვა, რომ მე მთავარი დამნაშავე ომის დაწყებაში სააკაშვილი მგონია. ამ განცხადებების გამო საქართველოში კინაღამ ლინჩის წესით გამასამართლეს და ქვეყნის მოღალატედ შემრაცხეს, მაგრამ მე მგონია რომ სიმართლის თქმა აუცილებელია."
2018 წლის 8 აგვისტოს ნინო ბურჯანაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იყო, სადაც აგვისტოს ომში გარდაცვლილი მეომრები არიან დაკრძალული. დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მისულმა ბურჯანაძემ 2008 წლის ომს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ახირება" უწოდა.
6 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რადიო კომერსანტთან ინტერვიუში მსგავსი აზრი დააფიქსირა, როდესაც თქვა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისთვის თავის არიდება შეიძლებოდა. თუმცა, როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.
2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში შემოჭრილმა რუსულმა ძალებმა წამოიწყეს სამხედრო შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა ომის მომდევნო დღეების მანძილზეც.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები