სერიალ ბანქოს სახლის ვარსკვლავი, რობინ რაითი პარიზში, თავის ფრანგ შეყვარებულ კლემენტ ჟიროდეზე დაქორწინდა.

ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, როგორც People-ის წყარო ამბობს, წყვილს საკუთარი ქორწილის გახმაურება არ სურდა.

"რობინს სურდა ეს მხოლოდ მათი დღე ყოფილიყო და საყოველთაო განხილვა არ მოჰყოლოდა", - ამბობს გამოცემის წყარო.

გავრცელებულ ხმებს ამყარებს ისიც, რომ რობინის შვილმა ინსტაგრამზე ქორწილში გადაღებული ვიდეო ატვირთა. მართალია მასში რობინი და კლემენტი არ ჩანან, თუმცა ქორწილის ვიდეო სწორედ საფრანგეთშია გადაღებული.

Weddin vibes 🎉🎉🎉💃

A post shared by Dylan Penn (@iamdylanpenn) on