როგორც უკვე იცით, დისნეი 1998 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, მულანი, ახალ ვერსიას იღებს, რომელშიც მულანის როლს ჩინელი მსახიობი ლუ იუფეი შეასრულებს.

გთავაზობთ პირველ ფოტოს მულანის ახალი ეკრანიზაციიდან:

ფოტო: Disney

პროდიუსერებმა და რეჟისორმა ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კასტინგი ჩაატარა, საბოლოო ჯამში კი იუფეი ათასზე მეტ გოგოს შორის ამოირჩა.

30 წლის ლუ შოუ-ბიზნესში პირველად 2002 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად ითვლება. გარდა მსახიობობისა ის მღერის და სამოდელო საქმიანობითაც არის დაკავებული.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ანიმაციის ეკრანიზაციაში იმპერატორის როლს ჩინელი მსახიობი ჯეტ ლი შეასრულებს, ფილმის მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ახალ ვერსიაში კი ქალი იქნება და მის როლს გონგ ლი მოირგებს.

მულანი დისნეის 1998 წელს გამოშვებული ანიმაციური ფილმია, რომელმაც კომპანიას $300 მილიონზე მეტი მოგება მოუტანა.

ანიმაციური ფილმი ეფუძნება ჰუა მულანის ჩინურ ლეგენდას, რომელიც ხალხური პოემის გმირი იყო.

ფილმის პრეიერა 2020 წლის ზამთარშია დაგეგმილი.