შავი რაინდის”, “დასაწყისისა” და “ინტერსტელარის” შემქმნელმა ქრისტოფერ ნოლანმა საზოგადოებას მისი ახალი ფილმის “დანკირკის” პირველი ტრეილერი წარუდგინა.

ტომ ჰარდის, სილიან მერფის, მარკ რაილენსისა და კენეტ ბრანას მონაწილეობით შექმნილი ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს, ოპერაცია “დინამოს” ამბავს გვიყვება და მთავარი სიუჟეტური ხაზი დანკირკის ევაკუაციის დროს ვითარდება, რომლის დროსაც 330 ათასი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.

ისტორია 1940 წლის 19 მაისს ვითარდება, როდესაც გერმანიის მე-6 არმიამ იმდენად სწრაფად განხორციელდა შეტევა ფრანგულ და ბრიტანულ სამხედრო ნაწილებზე, რომ ისინი ალყაში მოექცნენ. მთავარი ამბავიც აქ იწყება, როდესაც მოკავშირეებმა ალყაში მოქცეული 7,500 ჯარისკაცის ევაკუაცია განიზრახეს.

ტრეილერი, რომელიც მაყურებელმა უკვე ნახა ან ახლა ნახავს არის ძალიან მოკლე, თუმცა თავიდან ბოლომდე იგრძნობა ის დაძაბულობა, რაც თან ახლდა მეორე მსოფლიო ომს.

ქრისტოფერ ნოლანმა ფილმის სცენარი თავად დაწერა და თავადვე იპოვა გადასაღები ადგილები საფრანგეთში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

კინოსურათის მსოფლიო პრემიერა, ბელგიასა და საფრანგეთში, 2017 წლის 19 ივლისს გაიმართება, ხოლო მსოფლიო პრემიერის თარიღად 21 ივლისი დასახელდა.