პოპ მუსიკის სახელის გაგონებაზეც კი ბევრი ადამიანი ცხვირს იბზუებს. ეს მასობრივი მუსიკალური ჟანრი, რომელიც დიდი ხანია მუსიკალურ ბაზარზეა ბევრისთვის სნობობის გამოსახატი ინსტრუმენტია. თუმცა უფრო მეტი ადამიანისთვის საყვარელი და სიამოვნების მიმნიჭებელი ჟანრია.

არსებობს უამრავი პოპ სიმღერა, რომელიც ყველას უყვარს, ჩუმად მაინც. ამ ათეულში ასეთი სიმღერების არსებობის შანსი დიდია. ბოლოს და ბოლოს ერთხელ ყველას გექნებათ მოსმენილი.

1. Shakira - Hips Don't Lie ft. Wyclef Jean

სიმღერის გამოსვლამდე კოლუმბიელ ვარსკვლავს ესპანურენოვანი მოსახლეობა უკვე იცნობდა, თუმცა ამ ჰიტით შაკირამ უკლებლივ ყველას შეაყვარა თავი. სპეციფიკური ვოკალის, ენერგიულობისა და ლათინური მელოდიის გამო Hips don't lie ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა. ტრეკი 55 ქვეყნის ჩარტებში იკავებდა პირველ ადგილს და რეკორდიც მოხსნა, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა სიმღერამ.

2. Lady Gaga - Poker Face

მნიშვნელობა არ აქვს გიყვართ, თუ არა ლედი გაგა. ფაქტი ფაქტია, გაგა დასამახსოვრებელ მუსიკას ქმნის. 30 მილიონზე მეტი გაყიდული ასლით Poker Face ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ტრეკია.

3. Spice Girls - Wannabe

Wannabe ჯგუფის ყველაზე წარმატებული სიმღერაა. მასზე უკეთესი ბენდს საზოგადოებისთვის აღარაფერი შეუთავაზებია, თუმცა რა საჭიროა - ყველაზე ცნობილი girlband-ის 1996 წლის ეს ჰიტი დღესაც არანაკლებ პოპულარულია.

4. Katy Perry - California Gurls ft. Snoop Dogg

კლასიკური პოპ მუსიკა მხოლოდ გართობაზეა და 2010 წლის ზაფხულის სიმღერა ამის კიდევ ერთი მაგალითია. კრიტიკოსების აზრით, ტრეკის წარმატება, ნაწილობრივ, სნუპ დოგის მონაწილეობამ განაპირობა. (ჰო, აბა, ვის არ მიუმაგრებია მკერდზე ათქვეფილი ნაღების ქილები?)

5. 'N Sync - Bye Bye Bye

ახალგაზრდა ჯასტინ ტიმბერლეიკი...

6. Cyndi Lauper - Girls Just Want To Have Fun

ლაპერის ვერსიამ სახელი მისი ფემინისტური იდეის გამო გაითქვა, თუმცა სინამდვილეში სიმღერის ორიგინალური ვერსია მამაკაც შემსრულებელ, რობერტ ჰაზარდს ეკუთვნის. Go girls! #WomenPower

7. Whitney Houston - I Will Always Love You

I Will Always Love You მუსიკის ისტორიაში საუკეთესო ქავერადაა შეფასებული. დიახ, სწორად წაიკითხეთ. სიმღერა სინამდვილეში დოლი პარტონს, ქანთრი მუსიკის შემსრულებელს ეკუთვნის, ჰიუსტონმა კი თავისი გასაოცარი ვოკალით ყველა მწვერვალი და ჩვენი გულები დაიპყრო. I Will Always Love You რეკორდული დროით, 14 კვირით იკავებდა პირველ ადგილს.

8. Britney Spears - Baby One More Time

1990 წლების ბოლოს ბრიტნი სპირსი 16 წლის ამბიციური გოგონა იყო, თუმცა Baby One More Time-ის გამოსვლის შემდეგ მისთვის ყველაფერი შეიცვალა. სიმღერას საოცარი წარმატება ხვდა წილად. იგი ყველა ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. ბრიტნი კი კულტურულ ფენომენად იქცა, რომელმაც გზა ისეთ ახალგაზრდა ვარსკვლავებს გაუკვალა, როგორიცაა კრისტინა აგილერა.

9. Madonna - Vogue

1990 წლის ჰიტისთვის პოპის დედოფალმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ვიდეოც შექმნა. სიმღერამ 30-ზე მეტი ქვეყნის ჩარტები დაიპყრო და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.

10. Michael Jackson - Billie Jean

ჰო, რა თქმა უნდა, პოპის მეფე! ბილი ჯინს ხშირად უწოდებენ ყველა დროის საუკეთესო პოპ სიმღერას. შეიძლება ითქვას, რომ ტრეკი ჯექსონის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. შენ ყოველთვის ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში მაიკლ!