სერიალ ლუთერის ვარსკვლავი, იდრის ელბა გავრცელებულ ხმებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ის შემდეგი ჯეიმს ბონდი იქნება.

ელბამ ტვიტერში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - ჩემი სახელია ელბა, იდრის ელბა.

ამ ეტაპზე უცნობია, მსახიობმა უბრალოდ იხუმრა, თუ ამ პოსტით დაგვიდასტურა, რომ დიახ, შემდეგი ჯეიმს ბონდი ნამდვილად ის იქნება.