ფეისბუქის მომხმარებელმა ქეთი ბზიკაძემ ძალიან სახალისო ვიდეო გაავრცელა, სადაც ძაღლი, სახელად ზიგმუნდა, არც მეტი არც ნაკლები, ქართულ ფოლკლორულ სიმღერას ბანს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ზიგმუნდა ჯერ მხოლოდ ორი წლის არის, მისი განსაკუთრებული სიმღერის ნიჭი კი პატრონმა გასულ წელს აღმოაჩინა.

"ძირითადად ქართული ფოლკლორი და ოპერა უყვარს. პავაროტის შესრულებულ კარუზოზე ყურებს აფაციცებს და სიმღერის დაწყების მაუწყებელ სახეს იღებს", - ამბობს ქეთი.