საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ლაგოდეხის ნაკრძალში, გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების ექვკაციანი ჯგუფი.

უწყების განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი, რათა მოზარდები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური