ეროვნული ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა. კედელი რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკითა და სიმბოლოებით არის დატვირთული.

ნახატის იდეასა და შესრულებაზე არტისტმა, გაგოშამ იმუშავა. მისი თქმით, ნახატი შეეხება არამარტო აგვისტოს ომს, არამედ მთელ ოკუპაციას.

"ბაზისად ავიღე პიკასოს "გერნიკა", რადგან იგივე თემატიკა არის შეეხება. მინდოდა გამომეხატა კუბიზმით იმიტომ, რომ ჯდება ამ ყველაფერში, იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი", - განაცხადა გაგოშამ რუსთავი 2-თან საუბრისას.

"აგვისტოს 10" საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს თემატიკის არტ ნამუშევრით მოიხატა და მას "აგვისტოს კედელი" დაერქმევა.

ფოტო: ძალა ევროპაშია

ამავე თემაზე: