საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ დაიკლო და არცერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში ამბობენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

მათივე თქმით, პრევენციის მიზნით, წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.