ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თბილისში პედოფილიის ეპიდემიაა. ნათელაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30-წლიანი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით.

ნათელაშვილის თქმით, პედოფილების მიმართ ქიმიური კასტრაცია ევროპული პრაქტიკაა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაშიც ფართოდ იყენებენ.

შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთ საპრეზიდენტო დაპირებაა ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობის დაწესება. ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის მესამედ იბრძოლებს.