ხაშურში, მერსედესის და ტოიოტას მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.