2018 წლის ნოემბერში ეკრანზე გამანადგურებელი რალფის მეორე ნაწილი გამოვა. როგორც ცნობილია ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილს რამდენიმე ახალი პერსონაჟი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთ სცენაში დისნეის თითქმის ყველა პრინცესაც ჩანს.

ფილმის ტრეილერის პირველ ვერსიაში, არიელი და მულანი არ ჩანდნენ, რამაც მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა უნდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ახალ ფოტოში ორივე პრინცესა ჩანს.

აი, ასე საყვარლად გამოიყურებიან დისნეის პრინცესები სპორტულ ტანსაცმელში, თანაც თუ კარგად დააკვირდებით, თითოეულ მათგანს მისთვის შესაბამისი მაისური აცვია. მაგალითად ფიფქიას შხამიანი ვაშლის პრინტი აქვს, ელზას კი ცნობილი ფრაზა აწერია Frozen-ის საუნდტრეკიდან.