ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე, 10 აგვისტოს მონაცემებით, განცხადება 11 სუბიექტს აქვს შეტანილი.

საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში ამ ეტაპზე შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ჯერ არის აღნიშნული. მან ცესკოს დღეს, 10 აგვისტოს მიმართა. კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების სია ბოლოს დღეს დილით განახლდა.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში ერთი კანდიდატი, გია ჩხიკვაძე ორჯერ არის რეგისტრირებული. მიქელაძის თქმით, ის საინიციატივო ჯგუფმა და პოლიტიკურმა პარტიამ დაასახელა.

საპრეზიდენტო კანდიდატების სია:

  1. მიხეილ (გელა) სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე;
  2. გიორგი ლილუაშვილი - საქართველო;
  3. ზვიად ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო;
  4. ვახტანგ გაბუნია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;
  5. ლევან ჩხეიძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
  6. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  7. კახაბერ ჭიჭინაძე - საინიციატივო ჯგუფი;
  8. დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის;
  9. ზვიად იაშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
  10. გია ჩხიკვაძე - საინიციატივო ჯგუფი და წმინდა ილია მართლის საზოგადოება;
  11. დავით უსუფაშვილი - შენების მოძრაობა.

საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს 8 სექტემბრამდე შეეძლებათ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის ბოლო არჩევნები, როცა ამომრჩეველს შეეძლება პირდაპირი წესით აირჩიოს პრეზიდენტი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.