რომში, ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილზე, ტრევის შადრევანთან ტურისტებმა სელფის გადაღების გამო ერთმანეთს სცემეს. როგორც იტალიური გამოცემა Roma Today წერს, შეტაკების ორივე მონაწილეს შადრევნის ერთსა და იმავე ფონზე და ერთსა და იმავე რაკურსით სურდა ფოტოს გადაღება და არც ერთს არ უნდოდა პოზიციის დათმობა. შემთხვევა 8 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა.

ტურისტებს შორის კამათი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაშიც უშუალო მონაწილეების გარდა, იქვე მყოფი ტურისტებიც ჩაერთნენ. პოლიციამ მოჩხუბარი ტურისტები ძალადობის მუხლით დააკავა.

ჩხუბის ვიდეოს გამოცემა La Repubblica ავრცელებს:

ტრევის შადრევანი 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო. შადრევანს ბევრ ცნობილ ფილმში ნახავთ, მაგალითად, "რომაული არდადეგები" და "ტკბილი ცხოვრება".