კანადაში, ფრედერიქტონში სროლის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციელების განცხადებით, მსროლელი ამ დრომდე არ არის დაკავებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ ეტაპზე მომხდარს ტერორისტულ აქტად არ აფასებენ. პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, სახლებიდან არ გამოვიდნენ და კარები დაკეტონ. მათი თქმით, დაზუსტებულ ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებენ.