გასულ ღამეს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ტრადიციად ქცეული ბანკეტი გამართა.

წვეულების წამყვანი სერიალ უსირცხვილოს ვარსკვლავი, უილიამ მეისი იყო, წარმდგენთა შორის კი შარლიზ ტერონი, კრისტიან სლეიტერი, ჯენიფერ გარნერი, ჯიელ კინგი, რემი მალეკი, ჯონ ჩო, სტივ კარელი და სხვები მოგვევლინნენ.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ეს წვეულება, როგორც წესი, წლის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს თანხების მოძიებას სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წვეულებაზე შემოსული თანხით ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას საშუალება ექნება დააფინანსოს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კინო და ტელესამყაროში სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს.

წლევანდელი წვეულება ლოს-ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართა.