თბილისში, მტკვარში სამბანაოდ გადამხტარი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, 47 წლის კაცი მდინარიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა.

მათივე თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.