ფინანსთა სამინისტრო საპენსიო სააგენტოს დირექტორს ეძებს, ხელფასი — 15 ათას ლარამდე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაქვეყნა. შერჩეული კანდიდატის ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება, სამუშაოს ტიპი — სრული განაკვეთი.
განაცხადების შესატანად 20 დღეზე ნაკლებია დარჩენილი.
დირექტორის ფუნქციები
- უწყების სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
- სააგენტოს მართვა.
"სააგენტოს დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე", - ვკითხულობთ ვაკანსიის ტექსტში.
დირექტორის მოვალეობები
- სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
- სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;
- სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
- სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
- სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით;
- საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა;
- სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა;
- სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
- სააგენტოსთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
- სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
- საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება;
- ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ვაკანსიის ტექსტში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს დირექტორის მოვალეობები მხოლოდ ამ ჩამონათვალით არ შემოიფარგლება, თუმცა სხვა საკითხები დაკონკრეტებული არ არის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები