ტატუნაშვილის სიკვდილი სიცოცხლეში მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა გამოიწვია - ექსპერტიზა
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კომისიური დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ექსპერტიზის კომისიურ დასკვნას ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა ტვ პირველთან საუბარში განაცხადა, რომ სამხარაულის კომისიური დასკვნით, წამების შემდეგ დადგა გულის უკმარისობა, რამაც გამოიწვია გარდაცვალება.
"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტი\სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის არანაკლებ 46 სისხლნაჟღენთი. კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე", - ნათქვამია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში.
დასკვნის თანახმად, დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად.
გამოძიების მასალებით, არჩილ ტატუნაშვილს არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობაც.
ექსპერტიზა კომისიურ დასკვნაში იშველიებს მწვავე სპაზმისა და მწვავე იშემიის განვითარების რისკფაქტორებს. ესენია, თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი. დასკვნაში განმარტებულია, რომ აღნიშნული მაპროვოცირებელი რისკფაქტორები არ არსებობდა:
"სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი".
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური შედეგები გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს წამების კვალიფიკაცია დაუმძიმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გარდაცვალებიდან 26 დღეში, 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, მან იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ პოზიცია შეცვალა.
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები