ბათუმში თურქეთის მოქალაქისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა.
უწყების ვერსიით, აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით, ასევე ძალადობითა და მუქარით თურქეთის მოქალაქისგან დიდი ოდენობის თანხას ითხოვნდნენ. როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, თურქეთის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის ბარათებიდან 1 500 ლარი მიითვისეს. უწყების ცნობით, თანხის გამოძალვის შემდეგ დაკავებულებმა თურქეთის მოქალაქე სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.
შსს-მ ბრალდებულთაგან ერთი ბორჯომში, მეორე კი კახეთში დააკავა. ერთ-ერთი ბრალდებული იძებნება და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობა, მუქარა, სახელის გამტეხი ცნობის გავრცელება ან ნივთის დაზიანება, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები