უცნობია უკვე მერამდენედ, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი და ქობულეთ ისევ დაიტბორა. ამჯერად დატბორილია ბათუმის არამხოლოდ განაპირა, არამედ ცენტერალური უბნები.

უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არ მუშაობდა, თუმცა წვიმის დასრულებისთანავე ფრენები აღდგა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქიდან 64 გამოძახება დაფიქსირდა და მაშველები სახლების პირველი სართულებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვაზე მუშაობენ.

ადგილობრივების განცხადებით, ძლიერმა წვიმამ მანქანებს ნომრები მოგლიჯა, ქუჩაში კი ნაგვის ურნები ცურავდა.

ქალაქის დატბორვის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ფეისბუქგვერდი ბათუმი/Batumi ავრცელებს.

ფოტო: Tim Vegas

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დატბორილია ქობულეთიც. უწყებაში ამბობენ, რომ ქალაქიდან დაფიქსირდა 30 გამოძახება და მაშველები სახლების ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.