თურქული ლირა უფასურდება — რა გავლენა ექნება ჩვენზე?
თურქული ლირა ამერიკულ დოლართან გაუფასურებას განაგრძობს. ბლუმბერგის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება გუშინ, 9 აგვისტოს, 18 საათზე 5,55 ლირა იყო, ამ დროისთვის (თბილისის დროით 12:24) კი —1 აშშ დოლარი 5,95 ლირამდე გაიზარდა.
რას ნიშნავს ლირას გაუფასურება თურქეთისთვის?
როგორც საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, ლირას გაუფასურება თურქეთისთვის დიდი დარტყმა არ იქნება, რადგან იქ "დოლარიზაცია" მაღალი არაა და სესხების უმეტესობა ადგილობრივ ვალუტაშია გახსნილი. მისივე განმარტებით, ლირას გაუფასურება თურქეთისთვის პოზიტიური შეიძლება იმ კუთხით იყოს, რომ მისი პროდუქტი ბაზარზე გაიაფდება და უფრო მეტად კონკურენტული იქნება.
როგორ აისახება ლირას გაუფასურება საქართველოზე?
თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორია. საქსტატის ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთი საქართველოში შემოტანილი პროდუქტით პირველ ადგილზეა, მასზე იმპორტის 16 პროცენტი მოდის.
კეპულაძე ამბობს, რომ ლირას გაუფასურება ლარზეც აისახება, რადგან თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. გარდა ამისა, საქართველოში წარმოებულ პროდუქტთან შედარებით, თურქული უფრო იაფი იქნება და ადგილობრივი პროდუქტი არაკონკურენტული იქნება და მასზე მოთხოვნა შემცირდება.
"იმისთვის, რომ თურქული პროდუქტი ძალიან არ გაგვიიაფდეს ლარის კურსს უწევს კორექტირება [გაუფასურება დოლართან]. როდემდე გაგრძელდება, ამის პროგნოზი რთულია", — ამბობს კეპულაძე და დასძენს, რომ ლარის დოლართან გაუფასურება ლირის სამომავლო ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ზემოქმედება ამ პროცესში უშედეგო იქნება თუ ლირა გაუფასურებას განაგრძობს.
რას ნიშნავს დოლარის გამყარება საქართველოსთვის?
დოლარის გამყარება საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც საქართველო დოლარში ყიდულობს გაძვირდება. აქ არ იგულისხმება ის პროდუქტი, რომლსაც ის ქვეყანა აწარმოებს, სადაც ამერიკული დოლარი არ არის ეროვნული ვალუტა, დოლარი კი მხოლოდ ე.წ. შუამავალ ვალუტად გამოიყენება.
ლართან მიმართებით დოლარის გამყარებით, გაიზრდება ყველა იმ სესხის ღირებულება ლარში, რომელიც დოლარშია გაცემული.
საზოგადოება და ბანკების მიერ On.ge-სთვის დათვლილი მონაცემების მიხედვით, საქართველოში გაცემული სესხების 55% (12,5 მილიარდი ლარი) უცხოურ ვალუტაშია გაცემული, დანარჩენი 45% (10,3 მილიარდი ლარი) კი - ლარში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები