აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიდედრი და სიმამრი აშშ-ს მოქალაქეები გახდნენ. მელანია ტრამპის სლოვენიელმა მშობლებმა, ვიქტორ და ამალია კნავსებმა უკვე დადეს მოქალაქეობის ფიცი, რომლის ცერემონიალი 9 აგვისტოს, მანჰეტენზე გაიმართა.

BBC-სთან საუბარში კნავსების ადვოკატმა განაცხადა, რომ მელანიას მშობლები აქამდე მწვანე ბარათის პროგრამით ცხოვრობდნენ შტატებში და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ დარეგისტრირდნენ მოქალაქეობის მისაღებად.

მანამდე, პრეზიდენტი ტრამპი ე.წ. ჯაჭვური პრინციპით აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას აკრიტიკებდა. ის ამბობდა, რომ აშშ-ს მოქალაქეობის მისაღებად, პრიორიტეტი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, ვიდრე ნათესაური კავშირი.