უამრავი მსახიობი მოიძებნება, რომელსაც ჯეიმს ბონდის როლის შესრულება სურს და შეუძლია კიდევაც.

ტომ ჰარდი, მაიკლ ფასბენდერი, ტომ ჰიდლსტონი, ჰენრი კავილი და ა.შ. არასრული ჩამონათვალია იმ მსახიობებისა, რომლებიც ლეგენდარული პერსონაჟის როლზე განიხილებოდნენ.

თუმცა, როგორც გაირკვა, ერთადერთი მსახიობი ვისაც შესაძლოა ამის შანსი მიეცეს, არც მეტი, არც ნაკლები, არაჩვეულებრივი და სრულიად გენიალური იდრის ელბაა.

მიუხედავად იმისა, რომ დენიელ კრეიგი ბონდიანას სერიის შემდეგი ფილმისთვის ემზადება, ახალი ამბავი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ამ როლით დაიღალა. დიახ, ასეთებიც ხდება, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, რომ სურს ძალები სხვა ამპლუაშიც მოსინჯოს.

ახლახან, გავრცელდა Sony-ს დაჰაკვის შემდეგ გავრცელებული იმეილ მიმოწერა, სადაც ჯეიმს ბონდის პროდიუსერები, მომდევნო აგენტ 007-ს განიხილავდნენ და ის სწორედ სერიალ ლუთერის ვარსკვლავი, იდრის ელბა იყო.

არავინ იცის დათანხმდება თუ არა ელბა ამ როლს, თუმცა თუ მის ბოლო განცხადებას გავიხსენებთ, მისი დიდი სურვილია, რომ შემდეგი აგენტი 007 ქალი იყოს.