Wanderlust - ასე ერქმევა ნეტფლიქსისა და BBC One-ის ახალ სერიალს, რომლის პრემიერაც სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს შედგება.

სერიალში მთავარ როლებს ტონი კოლეტი და სტივ მაკინტოში შეასრულებენ.

ახალი შოუს სიუჟეტი ოჯახურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს, იმაზე თუ რა მოსდით წყვილებს ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ, რატომ უჩნდებათ დაშორების ან ღალატის სურვილი და ზოგადად, არსებობს თუ არა მონოგამი ადამიანი.

Wanderlust-ის პირველ სეზონში ექვსი სერია იქნება და ამ ექვსი ეპიზოდის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით მთავარი პერსონაჟების მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებს, თანამშრომლებსა თუ უბრალო ნაცნობებს.

ეს ტონი კოლეტისთვის ნეტფლიქსზე მეორე სერიალი იქნება. პარალელურად მსახიობი მონაწილეობას იღებს რეალურ ამბავზე გადაღებულ შოუში Unbelievable, რომელსაც The Kids Are All Right-ისა და Olive Kitteridge-ს რეჟისორი, ლიზა ჩოლოდენკო გადაიღებს.