გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალი, The Marvelous Mrs. Maisel, მეორე სეზონისთვის ემზადება.

როგორც ცნობილია, შოუს შემქმნელებმა ახალი ნაწილისთვის მზადება ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ დაიწყეს, გადაღებები კი ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

ჯერ ცნობილი არ არის თუ როდის დაიწყება მეორე სეზონი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ეს 2018 წლის ბოლოსკენ მოხდება. მართალია წლის ბოლომდე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა გაგახარებთ და გეტყვით, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, რომელშიც 8 სერია იყო, ახალ ნაწილში 10 ეპიზოდი იქნება. გარდა ამისა, მეორე სეზონის გასვლამდე Amazon-მა შოუს მესამე სეზონიც დაამტკიცა.

ნახეთ არაჩვეულებრივი სერიალის მეორე სეზონის პირველი ოფიციალური ტრეილერი:

შოუს შემქმნელები ამბობენ, რომ სერიალში უფრო მკვეთრად გაკეთდება აქცენტები ქალთა უფლებებზე და აუცილებლად მოხდება #Metoo კამპანიაზე ყურადღების გამახვილებაც.

კიდევ ერთი სიახლე, მეიზელის აგენტს, სუზი მეირსონს ეხება, რომელიც ახალ სეზონში ნამდვილ სიყვარულს იპოვის. თუმცა, შესაძლოა ამან მას ყველაზე დიდი გულისტკივილი მოუტანოს.

რა თქმა უნდა სერიალის გამოსვლამდე მის შესახებ ახალ-ახალი დეტალები გახდება ცნობილი, ჩვენკი ისღა დაგვრჩენია მეორე სეზონის დაწყებას დაველოდოთ.