14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე,
Red Bull Music Events-ზე ოთხი ქართველი არტისტი მიიღებს მონაწილეობს. სულ საქართველოდან მოსკოვში ოთხი მუსიკოსი გაემგზავრება, 3 მათგანი, კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეია. ZESKNEL, (ზუკა ბაბუნაშვილი) Mercurrio, (დიტო ჩიქოვანი) Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი) ასევე, მოსკოვში გაემგზავრება კიდევ ერთი ქართველი არტისტი Zurkin.

ივენთის ფეისბუქგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვს ეწვევა კლუბ Bassian/Horoom-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.

ქართველი არტისტების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ივენთის ორგანიზატორები ემიჯნებიან ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკას და აღნიშნული ივენთიც სწორედ საწინააღმდეგო ხასიათის იქნება. ივენთის აღწერაში ასევე, არის საუბარი თბილისში მაისში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნულია, რომ სწორედ 12-13 მაისის მოვლენები იქცა მთავარ ინსპირაციად აღნიშნული საღამოსთვის. ასევე, ვრცელდება ივენთის ერთ-ერთი ორგანიზატორის წერილიც.

"ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა განსაკუთრებული ღამე და სახელწოდებით "წინააღმდეგობა მუსიკაში" ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რამაც სამწუხაროდ არ გაამართლა რუსეთში, ჩვენ წავაგეთ ეს ომი, როგორც ჩანს თქვენ ეს ომი მოიგეთ, აქედან გამომდინარე გვინდა მოგიწვიოთ ჩვენს საღამოზე რითიც გამოვხატავათ მხარდაჭერას თქვენს მიმართ".