ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, 13 Reasons Why, ახალ სეზონზე მუშაობა ხვალ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსახიობების პროტესტის გამო სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

როგორც ამბობენ, მსახიობები ჰონორარის ზრდას ითხოვენ და წინააღმდეგი არიან გადასაღებ მოედანზე მივიდნენ.

მაგალითისთვის, დილან მინეტს სურს, რომ სერიალის თითოეულ ეპიზოდში $200 ათასი გადაუხადონ, სხვა მსახიობები კი - ბრენდონ ფლინი, ალიშა ბო, ჯასტინ პრენტისი, კრისტიან ნავარო, მაილს ჰეიზერი, დევიდ დრუიდი და როს ბატლრიჩი ჰონორარის ზრდას $150 ათასამდე ითხოვენ.

აქამდე მსახიობების ჰონორარი $20-დან $80 ათას დოლარამდე მერყეობდა.