კარდაშიანების რეალითი შოუს პრემიერა დრამატიზმითაა სავსე. როგორც ანონსიდან შოუს მაყურებლებმა გაიგეს, ქლოის, კიმსა და კორტნის შორის უთანხმოება წარმოიქმნა.

კორტნი უკმაყოფილო იყო საშობაო ბარათებისთვის განკუთვნილი ფოტოსესიის დროით. კამათის დროს, კიმმა მას უხეშად მიმართა და ოთახის დატოვება მოსთხოვა, რის შემდეგაც, მან დასძინა, რომ კორტნის დებს შორის ყველაზე "უინტერესო გარეგნობა" ჰქონდა.

მოგვიანებით კორტნიმ ქლოის დაურეკა და კიმს "საზიზღარი, ბოროტი ადამიანი" უწოდა:

"ჩვენ საშინელი, გულისამრევი ოჯახი გვაქვს და მრცხვენია, რომ მე მისი წევრი ვარ".

მაშინ, როდესაც შოუს ფანებისა და კრიტიკოსების ნაწილი ერთ აზრზეა და მიიჩნევს, რომ კონფლიქტი უბრალოდ Keeping Up With Kardashians-ის პოპულარობისთვისაა დადგმული, ახალ ვიდეოში ჩანს, რომ კორტნი თავად შოუს და თავისი ოჯახის წევრების ურთიერთობას აკრიტიკებს.

ის ამბობს, რომ თავის დებთან ურთიერთობა შოუს გამო აქვს და დასძენს, რომ საკმარისი ფული რომ ჰქონდეს, შოუს დატოვებდა და მთელ დროს თავის სამ შვილთან გაატარებდა:

"ერთი სული მაქვს სხვა შტატში ან ქვეყანაში გადავიდე საცხოვრებლად და ეს ყალბი და იძულებითი ურთიერთობები აღარ მქონდეს. უბრალოდ, ახლა ამის დრო არ არის".