მაშინ, როდესაც თბილისში წვიმს, სოციალურ ქსელის საშუალებით ვრცელდება ვიდეო, სადაც ყაზბეგის გადათეთრებული, ულამაზესი მთებია ასახული.

შთამბეჭდავი ფოტო და ვიდეომასალა ერთ-ერთმა დამსვენებელმა, გიორგი გომიაშვილმა გადაიღო.

ფოტო: Giorgi Gomiashvili

"ზამთარი მოდის", - წერს გიორგი თავის ფეისბუქის გვერდზე და გვამცნობს, რომ ზაფხულის პირველი თოვლი მოვიდა.