სამყაროს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორების ამბავი ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია, ამ ყველაფერს კი კიდევ უფრო ამძაფრებს ერთმანეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ ის თანხა დაასახელა, რომელიც მას ბრედ პიტისგან ალიმენტის სახით სურს რომ მიიღოს.

ჯოლის ადვოკატების თქმით, მსახიობმა დაასახელა ის თანხაც, რომელიც საკმარისი იქნება, რომ ბავშვებმა უზრუნველყოფილად იცხოვრონ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრედ პიტი ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს და ამის მიზეზად ანჯელინა ჯოლის ასახელებს.

"პიტს არ სურს, რომ მისი შვილების ფული ჯოლიმ განკარგოს, ამასთან, სანამ დაზუსტებით არ გადაწყდება ბავშვბზე მეურვეობის საკითხი, ალიმენტებზე ლაპარაკიც ზედმეტია", - ამბობენ პიტის ადვოკატები.

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ერთმანეთს ორი წლის წინ დაშორდა.