ფეისბუქის ერთ-ერთი გაყიდვების გვერდი საკუთარ მომხმარებლებს საკმაოდ უცნაურ პროდუქტს სთავაზობს.

ფოტო: bestofnextdoor

საქმე ის არის, რომ $25-ად იყიდება დათვი, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, უმი ქათმისგან შეკერეს.

უჩვეულო პროდუქტს ინტერნეტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების დამოკიდებულება ძირითადად უარყოფითია და მათი აზრით, "ქათმის დათვი" ამაზრზენია.