პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ცესკო პარტიის სახელით არჩევნებში არ არეგისტრირებს და ამისათვის სახელის შეცვლას გეგმავს:

ჯაფარიძემ ამბობს, რომ როგორც ცესკომ მათ აცნობა, პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული. ის აღნიშნავს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიულეტენში ეწეროს გირჩი:

"საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს".

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის გამოსავალი სახელის შეცვლაა:

"ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - ‘გირჩი’".

საარჩენო კოდექსის თანახმად, ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი. ხოლო, კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.