ლონდონის ჩელსის ოფიციალური საიტის ცნობით, ტიბო კურტუას ტრანსფერის თაობაზე ჩელსიმ და რეალმა შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთანავე, მატეო კოვაჩიჩი არისტოკრატებს იჯარის სახით შეუერთდება.

რეალმა ბელგიელ გოლკიპერთან ჯერ პირადი კონტრაქტის დეტალები უნდა შეათანხმოს. მისი წარდგენა კი სამშაბათს მოხდება.

ტიბო კურტუა ჩელსის 2011 წელს გენკიდან შეუერთდა, 2011-დან 2014 წლამდე ატლეტიკოს ღირსებას იცავდა, არისტოკრატებს კი 2014 წელს დაუბრუნდა და დღევანდელ დღემდე სწორედ მათ რიგებში ირიცხებოდა.

ჩელსიში კურტუას კეპა არისაბალაგა შეცვლის, რომლის სანაცვლოდაც ლონდონურმა კლუბმა 71 მილიონი ფუნტი გადაიხადა.