კვლევა: წარმატებისა და გადარჩენისთვის აუცილებელია, ჩვენი თავით ვამაყობდეთ
სიამაყის გრძნობას საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს, თუმცა სულ ტყუილად.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ 70 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანი ხართ, რომელიც სხვა პრეისტორიულ ადამიანებთან ერთად ჯგუფის ნაწილია. თქვენ ჯგუფის განსაკუთრებული წევრი ხართ. თქვენ იდეალურად გამოგდით ხის ტოტებისგან და ბასრი ქვებისგან პატარა ნაჯახების გაკეთება, რომლებსაც მთელი ჯგუფი სანადიროდ იყენებს, თუმცა ერთ დღესაც თქვენ ავად გახდით და სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში ნადირობას ვერ შეძლებთ.
დაჯდებით უქმად იმის იმედად, რომ თქვენი ხარბი თანატომელი საჭმელს გაგიზიარებთ? თუ სხვებს შეახსენებთ, რომ ჯგუფში საუკეთესო ნაჯახებს თქვენ აკეთებთ და ყველასთვის უმჯობესია, რომ მალე გამოჯანმრთელდეთ?
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობებითა და ნიჭით ამაყობდეთ.
გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები სიამაყის გრძნობას ევოლუციური თვალთახედვიდან განიხილავენ. ცნობილია, რომ სიამაყე ინდივიდის თვითშეფასებას ამაღლებს, რაც, თავის მხრივ, ინდივიდის რეპუტაციას სხვების თვალშიც მაღლა სწევს. თქვენს სოციალურ ჯგუფში მაღალი სტატუსი ქონა კი ბევრად ზრდის იმის შანსს, რომ გასაჭირის დროს თქვენი თანატომელები დაგეხმარებიან და თქვენზე იზრუნებენ.
მსგავსი თეორია მეცნიერულ წრეებში აქამდეც გაჟღერებულა. ჰიპოთეზის გადასამოწმებლად მეცნიერებმა ამერიკის, აფრიკისა და აზიის 10 სხვადასხვა პატარა სოციუმიდან 567 ადამიანი შეისწავლეს და შეამოწმეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის სიამაყის გრძნობა.
მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად დაყვეს და მათ სხვადასხვა ვიდეო აყურებინეს, რომლებშიც პერსონაჟების ქცევა სიამაყის შეგრძნებას იწვევდა. შემდეგ მათ ჰკითხეს, თუ რამდენად პოზიტიურად შეაფასებდნენ ვიდეოებში არსებულ პერსონაჟებს, ან როგორ იგრძნობდნენ თავს მათ ადგილას.
აღმოჩნდა, რომ კულტურული და სოციალური ფონის მიუხედავად, მონაწილეებმა კითხვებზე მსგავსი პასუხები გასცეს და სიამაყის შეგრძნება დადებითად შეაფასეს. მეცნიერების აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა საზოგადოებები და კულტურები ამ ემოციას მსგავსად აღიქვამენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიამაყის შეგრძნება და მის მიხედვით სხვა ადამიანების საზოგადოებრივი სტატუსის შეფასება ჩვენი ხასიათის ფუნდამენტალური ნაწილია.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები