მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მისულმა ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის ომს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ახირება" უწოდა. დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ოსებისა და აფხაზების ნდობის აღსადგენად, ომში დამნაშავე პირების დასჯაა საჭირო:

"დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, რომ არა სააკაშვილის ახირება, რომ რუსებს აქვთ ბევრი, მაგრამ დაჟანგული ტანკი, რომ რუსები ვერ გაბედავენ ომში ჩართვას და ჩვენ ამერიკელები დაგვეხმარებიან. რომ არა ეს ახირება, ეს ომი არ იქნებოდა".

6 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რადიო კომერსანტთან ინტერვიუში მსგავსი აზრი დააფიქსირა, როდესაც თქვა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისთვის თავის არიდება შეიძლებოდა.

"ეს არ იყო გარდაუვალი", - თქვა მედვედევმა.

ამავე თემაზე: რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ, რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი