სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავი, ევა ლონგორია ABC-ის ახალ სერიალში, The Ambassador, მთავარ როლს შეასრულებს.

სერიალის სიუჟეტი ესპანური, ამავე სახელწოდების ტელესერიალს ეფუძნება და ის მოგვითხრობს საფრანგეთში, აშშ-ის ელჩის მკვლელობის ამბავს.

ელჩის მკვლელობის შემდეგ ამ ადგილს მისი მესამე ცოლი როქსანა იკავებს და დიდი გამოწვევების წინაშე დგება. როქსანი ამბიციური, მდიდარი და გლამურული ქალია, რომელსაც მოუწევს ურთიერთობები დაალაგოს ორ ქვეყანას შორის, გაუძლოს პოლიტიკურ ინტრიგებს და ამავდროულად დამალოს ოჯახის ყველაზე დიდი საიდუმლოებები.

ამ ეტაპზე სერიალის პრემიერის თარიღი უცნობია.