ტურინის იუვენტუსის ყოფილმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კილიან მბაპეს "ზეადამიანი" (სუპერადამიანი, ზეკაცი) უწოდა და აღნიშნა, რომ პსჟ-ს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა.

"პსჟ-ს თვალს 3 წლის განმავლობაში ვადევდნებდი".

"კილიან მბაპეზე, კიელინისთან და ბარძალისთან მისაუბრია და სამივე შევთანხმდით, რომ მას რაღაც ზეადამიანური აქვს. [...] თუ იგი ფოკუსირებული დარჩება, მისი მონაცემებიდან გამომდინარე, ისეთივე დიდი ფეხბურთელი გახდება, როგორებიც პელე, მარადონა, რონალდუ და მესი არიან", - აღნიშნა ბუფონმა.

ლეგენდარულმა მეკარემ ტურინულ კლუბში 17 წელი გაატარა და პარიზულ კლუბს მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა. 2001 წლამდე კი ჯიჯი პარმას ღირსებას იცავდა.